18 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
ვატიკანის სახელმწიფო მდივანი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ვატიკანის სახელმწიფო მდივანი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახთან შეხვედრას გეგმავს. პიეტრო პაროლინი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში იმყოფებოდა. სტუმარი ორდღიანი პროგრამის ფარგლებში ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ხვდება. ვატიკანის სახელმწიფო მდივანი უკვე შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ცოტა ხნის წინ კი დასრულდა მისი და პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა. პიეტრო პაროლინიმ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მიულოცა. არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს აქვს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის სრულის მხარდაჭერა ვატიკანის მხრიდან:

"განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ასევე გამოწვევები, რომლებიც დღეს ჩვენ გვაქვს. ის იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში და ჩვენ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ოკუპაციის და მისგან გამოწვეული პრობლემების შესახებ, რა თქმა უნდა საქართველოს აქვს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის სრულის მხარდაჭერა ვატიკანის მხრიდან და ასევე ჩვენ კულტურის განათლების სფეროში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა, რომელიც გაგრძელდება," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

ავტორი: ლელა ჯავახიშვილი

დღის ამბები