დაპირისპირება ახალგორის მოსახლეობასა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტს შორის.
მედიაში,ბიბილოვის ხალხთან შეხვედრის ამსახველი ის კადრები გავრცელდა, რომელიც დღემდე საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებული იყო.
ახალგორში გამართულმა შეხვედრამ მწვავე დაპირისპირების ფონზე ჩაიარა.
ადგილობრივებმა ანატოლი ბიბილოვს ჯერ ქართულად საუბარი მოსთხოვეს, შემდეგ კი უთხრეს, რომ რეგიონში გართულებული და გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, ახალი წლის მილოცვის უნდა რხვენოდეს.
"სირცხვილით როგორ გვილოცავთ ახალ წელს ავადმყოფებს, რომლებიც თქვენი გადაწყვეტილების გამო ვერც კი ვმკურნალობთ" - მიმართეს ახალგორის მკვიდრებმა ბიბილოვს.
ანატოლი ბიბილოვს, ახალგორის მაცხოვრებლებმა დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი გზის გახსნა მოსთხოვეს. ბიბილოვი ახალგორში 26 დეკემბერს იმყოფებოდა.