18 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
ვფიქრობ,  ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის - დავით ნარმანია 

ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ფასებზე დღეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია იმსჯელებს. სემეკმა სხდომაზე მომდევნო სამი წლის ტარიფები უნდა განიხილოს.

როგორც მარეგულირებელი კომისიის წევრები ამბობენ, ფასების გადახედვა გეგმიურია და შესაბამისად ცვლილება არ იგეგმება.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიას თქმით, რეგიონებისთვის სამომხმარებლო ტარიფები 6 თვის ვადით დადგინდება, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ ტარიფების გადახედვა მოუწევთ.

დავით ნარმანიას ვარაუდით, ბუნებრივ აირზე ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

"ძალიან დიდი მუშაობის და წვალების შედეგად მოვახერხეთ ის, რომ დაგვედგინა ტარიფები, თუმცა ხაზგასასმელია, რომ ჩვენ სამომხმარებლო ტარიფებს რეგიონებისთვის ვადგენთ დროებით 6 თვის ვადით და 6 თვის შემდეგ მოუწევს გადახედვა, თუმცა მაინც ვფიქრობ, მოსალოდნელი არ იქნება ტარიფების ზრდა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის,  როგორც კი ეს მოლაპარაკებები დასრულდება, გრძელვადიან ტარიფს დავადგენთ," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები