განათლების და კულტურის სამინისტროების გაყოფასთან დაკავშირებით მთავრობაში გადაწყვეტილება მიღებულია.
კულტურის სფეროს ხელმძღვანელად დღეს სამი გვარი დასახელდა. ესენია: ბადრი მაისურაძე, ელისო ბოლქვაძე და ბექა ოდიშარია.
საქართველოში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2018 წელს ჩამოყალიბდა. სამთავრობო ცვლილებების მიხედვით კი კულტურისა და სპორტის სამინისტრო განათლების სამინისტროს შეუერთდა.