არქიმანდრიტი, სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომოსის მამა იოანის განცხადებით, კორონავირუსის გამო ეკლესიებში ზიარების წესის შეცვლის საჭიროება არ დგას.
მამა იონეს თქმით, უამრავი ეპიდემია გავრცელებულა, თუმცა ეკლესიას არაფერი შეუცვლია.
"სხვა შინაარსის იყო რუმინეთის მღვდელმთავრის მიერ მოწოდება. დაახლოებით ნახევარი მილიარდი მართლმადიდებელი ქრისტიანი არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში და ეს არცერთ ქვეყანას არ უთქვამს და ჩვენ რატომ უნდა გავაკეთოთ?! მით უმეტეს 2000 წლის განმავლობაში უამრავი ეპიდემია არსებულა, მაგრამ არაფერი შეუცვლია დედაეკლესიას. მოგეხსენებათ, ზიარება არის საკურნებელი სულისა და ხორცისა და ასეთი ფაქტი არ მომხდარა არასდროს და არც მოხდება ღვთის წყალობით," - განაცხადა მამა იოანემ.