18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

უკრაინაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევა ჩერნოვცის ოლქში გამოვლინდა.

მანამდე, კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა პორტუგალიაში, იორდანიაში, ტუნისში, ლატვიაში, სენეგალში, საუდის არაბეთსა და მოროკოშიც.

3 125 გარდაცვლილი და 91 ათასამდე ინფიცირებული - ასეთია ბოლო მონაცემები. ჩინეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 32 ადამიანი დაიღუპა. ინფიცირებულთა რიცხვი 5 ათასამდე გაიზარდა სამხრეთ კორეაში, გარდაცვლილია 29 ადამიანი.

2 ათასს აჭარბებს ვირუსით დაინფიცირების შემთხვევები იტალიაში, ქვეყანაში "კოვიდ-19"-ს 52 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ირანში ინფიცირებულთა რიცხვი ისევ მატულობს.

ირანის პარლამენტის 23 დეპუტატი კორონავირუსითაა დაინფიცირებული. ქვეყანაში საერთო ჯამში კორონავირუსის 1500-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, გარდაცვლილია 66 ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ირანს სპეციალური ავიარეისით 8 ტონა სამედიცინო რესურსები უკვე გაუგზავნა. შეერთებულ შტატებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულია 103 და დაღუპულია 6 ადამიანი, ხელისუფლება რამდენიმე ქვეყანასთან მიმოსვლის შეზღუდვაზე მსჯელობს. დონალდ ტრამპი ფარმაცევტულ კომპანიებს ვირუსის ვაქცინის შექმნის დაჩქარებისკენ მოუწოდებს.

მაღალია გამოჯანმრთელების მაჩვენებელი - გამოჯანმრთელებული პაციენტების რიცხვი ამ დროისათვის 48 ათასს აჭარბებს.

დღის ამბები