მოძრაობამ "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" ანა დოლიძესთან და კამპანიის წარმომადგენლებთან ერთად სახელმწიფო კანცელარიასთან აქცია-პერფორმანსი გამართა. აქციის მონაწილეებმა მიმართეს პრემიერ-მინისტრს და სთხოვეს აზარტული თამაშების ერთად დამარცხება.
"ათი ათასი ადამიანი, მათ შორის უამრავი დედა გაერთიანდა ამ პრობლემასთან დაკავშირებით და მოითხოვა, მათ შორის, რეკლამის აკრძალვა. ჩვენ გვჭირდება არა დუმილი საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან, არამედ რეალური ნაბიჯები და მას ეს ვადა აქვს განსაზღვრული 5 მარტამდე,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.
საკანონმდებლო დონეზე შეტანილი კანონპროექტის განხილვისკენ მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს სამოქალაქო მოძრაობა "დედები აზარტული თამაშისთვის" წევრი თამარ ჯაფარიძეც.
"ეს წერილი კიდევ ერთხელ შეხსენებაა ჩვენი პრემიერისთვის, რომ ვალდებულია დაიწყოს საკანონმდებლო დონეზე შეტანილი კანონპროექტის განხილვა. ამ წერილის უკან დგას ათი ათასი დედა და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. რაც შეიძლება მალე რომ დედებმა ვიგრძნოთ მშვიდად თავი,“ - განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.