ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ლევან გოფიძის განცხცადებით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კარანტინში 24 ადამიანი იმყოფება.
მისივე ცნობით, გუშინ დღის განმავლობაში 4-ს ტემპერატურა აღენიშნებოდა.
"4 პაციენტს გუშინ საღამოს აღენიშნა ცხელება 37,2 და 37,5-ის ფარგლებში. ამ დილას ტემპერატურა 2-ს აღარ აქვს. მიმდინარეობს მათზე დაკვირვება და მკურნალობა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთან ყველა პაციენტი გახლავთ ნეგატიური ანალიზით, ანუ მათ არ დაუდასტურდათ კორონავირუსი. ამიტომ დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. ეპიდემიური სამსახური იღებს გადაწყვეტილებას მას შემდეგ, რაც საცხოვრებელ პირობებს შეამოწმებს, შეიძლება თუ არა მათი თვითიზოლაცია და ასეთი პაციენტები გადიან უკვე ბინაზე და არიან თვით იზოლიაციაში იმ სავალდებულო ორი კვირის განმავლობაში, რაც ესაჭიროება კარანტინს ზოგადად," - განაცხადა ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ლევან გოფიძემ.