18 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
ერთი ინფიცირებულის მდგომარეობა რჩება შედარებით მძიმე, აღენიშნება ტემპერატურის მატება - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. მას აღენიშნება ტემპერატურის მატება, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია.

საუბარია 44 წლის მამაკაცზე, რომელიც "ევექსის" თანამშრომელია და ის საქართველოში იტალიიდან ჩამოვიდა.

"ერთი მათგანის მდგომარეობა რჩება მძიმე, სტაბილური, მაგრამ მაინც აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.5-დან 39.5-მდე. ის იმყოფება ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ. გარდა ამისა, აქვს ხველა, საერთო სისუსტე. მოვიდა უკვე პასუხი 5 ახალ პაციენტზე, მათ არ დაუდასტურდათ კორონავირუსით ინფექცია," - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. 

დღის ამბები