კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე დღეს სასულიერო პირებმა ისაუბრეს.
ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ დეზინფექცია დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ეკლესია ამას დამოუკიდებლად ვერ შეძლებს.
"ვირუსის დამარცხება და ავადმყოფობის მკურნალობა თანხებთანაა დაკაშირებული. პრევენცია, ანუ თავის დაზღვევა, რომ ავადმყოფობა არ დაგვემართოს, უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. პანიკასთან ბრძოლა კი კიდევ უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. იმისათვის, რომ ეკლესიამ სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატაროს, აუცილებლად უნდა დაეხმაროს ჯანდაცვის სამინისტრო," - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.