თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში 45 ადამიანი იმყოფება, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.
გარდა ამისა, რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში დილას 16 მოქალაქე შეიყვანეს.
გოფიძის თქმით, აღნიშნული მოქალაქეები, სავარაუდოდ, იტალიიდან ჩამოვიდნენ.
"რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 45 მოქალაქე იმყოფება. დილას მივიღეთ 16, რომლებიც მე როგორც ვიცი, იტალიიდან ჩამოფრინდნენ. ამ პაციენტებს გამოკვლევა არ ჩატარებიათ, ამიტომაც მოთავსებული არიან იზოლირებულ ზონაში და დღეს, სავარაუდოდ, მათ გადაიყვანენ დაკვირვებისათვის სხვა სივრცეში," - განაცხადა ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა - რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორმა ლევან გოფოძემ.
კორონავირუსით 15 ადამიანია ინფიცირებული. გარდა ამისა, კარანტინში 141 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ 51 პირი იმყოფება.