25 აპრილი 2024,   16:11
ვრცლად
"ელექტრონავტი" ახალი დაჯილდოებისთვის ემზადება

"ელექტრონავტი" ახალი დაჯილდოებისთვის ემზადება. ქართული ელექტრონული მუსიკისა და პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონიალი პირველად 2007 წელს ჩატარდა 9 ნომინაციით, მაშინ დაჯილდოების ღონისძიებას სულ 15 მონაწილე ჰყავდა. დღეისთვის კონკურსანტთა რიცხვი რამდენიმე ასეულია. ნომინაციების ჩამონათვალი კი მუდმივად ახლდება. ელექტრონავტი წელს უკვე მეთერთმეტედ გამოავლენს გამარჯვებულებს 10 ნომინაციაში.   

ცერემონიაზე, სხვადასხვა ნომინაციაში, ამ წლის ყველაზე საინტერესო მუსიკალური მოვლენები, ფესტივალები, კომპოზიციები და არტისტები დაჯილდოვდებიან. 10 დღის განმავლობაში ელექტრონავტების ვინაობას ინტერნეტგამოკითხვის მონაწილეების გარდა, პროფესიონალი ადგილობრივი და საერთაშორისო ჟიური განსაზღვრავდა. საბოლოო გამარჯვებულები, დაჯილდოების ცერემონიაზე გაირკვევა.

ელექტრონავტები, რომელიც არტისტების სამოტივაციო კონკურსს წარმოადგენს, გამარჯვებულებს 10 ნომინაციაში გამოავლენს. მათ შორის საუკეთესო ლეიბლი, საუკეთესო მუსიკალური ვიდეო, საუკეთესო ალბომი.

 

ავტორი: სალომე თარხნიშვილი

დღის ამბები