საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში ეპიდსიტუაცია სრულად კონტროლდება, თუმცა მდგომარეობა გლობალურად სულ უფრო უარესდება. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ყველაზე ცოტა ახალი შემთხვევა დღეს ჩინეთში დაფიქსირდა, სადაც, გარდაცვალების შემთხვევებიც შემცირებულია.
"ჩინეთში სულ დაფიქსირებულია დღევანდელი მონაცემებით დაახლოებით 80 754 შემთხვევა. მთლიანად მსოფლიოში - 114 809 შემთხვევა. დაახლოებით 25 000 შემთხვევა ჩვენ გვაქვს უკვე ჩინეთს გარეთ. თუ შევაჯამებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩინეთში ეპიდსიტუაცია მნიშვნელოვნად უმჯობესდება, მაგრამ, სამწუხაროდ, უარესდება ეპიდსიტუაცია ჩინეთს გარეთ.
ინფექცია გავრცელებულია მსოფლიოს 115 ქვეყანაში და ყველაზე წინ გადაინაცვლა რაოდენობით ინფიცირებულთა დადასტურებული შემთხვევებით იტალიამ, სადაც დღევანდელი რიცხვით, 15:00 საათის მონაცემებით, გვაქვს 9 172 შემთხვევა. შემდეგ მოდის უკვე სამხრეთ კორეა 7 513 შემთხვევა, შემდეგ ირანი 7 161, შემდეგ საფრანგეთი 1 412, შემდეგ გერმანია 1 224.
ესპანეთი საკმაოდ სერიოზულად დაზიანდა უკვე - არის 1 235 ინფიცირებული. იაპონია 543, აშშ - 729, შვეიცარია 374, გაერთიანებული სამეფო 321, ნიდერდანდები 321,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.