კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში არ გაზრდილა. ცოტა ხნის წინ ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალმა ლუგარის ლაბორატორიიდან მიიღო პასუხები იმ მოქალაქეებზე, რომელთა მონაცემებიც შესასწავლად გუშინ გადაიგზავნა. მათ შორის საუბარია პირებზე, რომლებიც იტალიიდან სპეციალური რეისით საქართველოში 10 მარტს ჩამოიყვანეს.
"გუშინ გაგზავნილი ყველა პაციენტის პასუხი მიღებულია და "კოვიდ 19"-ით ინფიცირება არცერთს არ დაუდასტურდა. ამჟამად გრძელდება ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 21 ინფიცირებული პაციენტის მკურნალობა. მდგომარეობა არ გაუარესებულა.
5 ადამიანის შეთხვევაში პნევმონიაა დადასტურებული. გუშინ რვას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარდა და მათ პასუხებს დღეს მივიღებთ," - აღნიშნა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.