გაამხნევე - კამპანია ქართველი ექიმების წასახალისებლად, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მსოფლიო პანდემიის ფონზე იბრძვიან საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ლატარიამ წამოიწყო.
კამპანიის მიზანია მოხდეს საზოგადოების და ბიზნესის მობილიზება სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად. ინფექციური საავადმყოფოს პერსონალთან კომუნიკაციის შემდეგ ამ ეტაპზე გამოიკვეთა კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტებისთვის, კარანტინში მყოფი პირებისა და თავად ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალისთვის აუცილებელი საჭიროების მქონე ნივთები, რომლებიც კომპანიამ შეიძინა და ინფექციურ საავადმყოფოს მადლობის ნიშნად გადასცა.