ბრაზილიის პრეზიდენტს, ჟაირ ბოლსონაროს კორონავირუსი დაუდასტურდა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ინფიცირებულია მისი თანაშემწე, ფაბიო ვაინგარტენიც, რომელიც პრეზიდენტს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისას თან ახლდა.
ბოლსონაროც და ვაინგარტენიც დონალდ ტრამპთან კონტაქტში იმყოფებოდნენ.
მას შემდეგ რაც ბრაზილიის პრეზიდენტთან დაკავშირებული ფაქტი გახდა ცნობილი, თეთრ სახლში საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა.