აჭარის ტელევიზიის მთავარი გამოშვების წამყვანი, თეონა ბაკურიძე არხის ახლადარჩეულმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე, რამდენიმე დღის წინ ეთერიდან მოხსნეს.
დირექტორის ბრძანებაში ეთერიდან მიხსნის მიზეზად საინფორმაციო სამსახურის ახლდდანიშნულ ხელმძღვანელზე, გიორგი აბაზაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა სახელდება და ნათქვამია, რომ ბაკურიძემ აბაზაძეს არ მისცა საქმიანობის განხორციელების უფლება.