მოქალაქეთა მომსახურების სივრცეებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ, ოპერატორთა სამუშაო მაგიდებზე მინის დამცავი ბარიერების მონტაჟი დაიწყო.
პარალელურად, უწყების ყველა დეპარტამენტში, რეგულარულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. სწორედ პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეული 14, 17 და 19 მარტს, წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.
"კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და რისკების მართვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალურ ფილიალში, თანამშრომელთა სამუშაო მაგიდაზე დამონტაჟდა მინის დამცავი ბარიერები. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში, ბარიერების დამონტაჟება ეტაპობრივად განხორციელება," - განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, იმედა მაკასარაშვილმა.