18 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
ვირუსით დაავადებული პაციენტებისთვის 4 კლინიკა და 440 საწოლით უკვე მობილიზებულია - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს, თენგიზ ცერცვაძეს კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტის გამოჯანმრთელებაზე გამოთქმული საზოგადოების მაღალი ინტერესი აკვირვებს, რადგან, მისი განმატებით,  ქვეყანა მოწოდებულია სწრაფ რეაგირებაზე, რასაც შესაბამისი შედეგი მოჰყვება.  მისივე განცხადებით, კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის დამატებით 4 კლინიკა და 440 საწოლით უკვე მობილიზებულია.

"მიკვირს, რომ პირველი პაციენტის გამოჯანმრთელება-გაწერის საკითხს ამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ, როგორც ჩანს მაინც ფსიქოლოგიური ფაქტორი მუშაობს. ყველას ჰგონია, თუ ის პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდება, ყველა მათგანი ეგრე იქნება. 

ბოლო პერიოდში ხშირად ისმოდა კითხვა, როგორც ჟუნალისტებისგან, ოპონენტებისგან, პოლიტიკურად ანგაჟირებული ან არაანგაჟირებული პირებიდან, თუ რამდენად მზად არის ავადმყოფების რიცხვის მატების შემთხვევაში ქვეყნის ჰოსპიტალური სექტორი, ანუ არსებობს, თუ არა გეგმა და მზადყოფნის გეგმის ეტაპები. ამ დრომდე არცერთი შეფერხება არ ყოფილა, რომელიმე საეჭვო პაციენტის გამოკვლევაზე. დამიჯერეთ, არ არსებობს მსოფლიოში არცერთი ქვეყანა, სადაც საეჭვო პაციენტებს ასეთ მოკლე დროში უტარდებოდეს ყველაფერი. ჩვენთან შემთხვევითი შეფერხებებიც კი არ ყოფილა. 24 საათზე უფრო ადრე ხდებოდა პაციენტის გამოკვლევა და პასუხის გაჟღერება მისი ჯანმრთელობის შესახებ. 

პაციენტთა მატების შემთხვევაში დღეს პრემიერთან შეხვედრაზე მივიღეთ ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება, რომ თუკი აქამდე მხოლოდ ინფექციური საავადმყოფო იღებდა ავადმყოფებს და სხვები კი მხოლოდ საკარანტინო პაციენტებს, გადაწყდა რომ პირველი რიგის მიმღები იქნება 4 სახელმწიფო დაქვემდებარების კლინიკა.

ესენია: ინფექციური საავადმყოფო, საუნივერსიტეტო კლინიკა - ყოფილი მე-8 საავადმყოფო მთლიანად დაიცლება, რესპუბლიკური საავადმყოფო, გორის ჰოსპიტალი და დამატებითი რესურსი ბოჭორიშვილის კლინიკა - 11 საწოლით. ამ კლინიკების საწოლების რაოდენობა დაახლოებით 440-ია, რომელიც აბსოლუტურად მორგებულია პაციენტებზე," -აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

დღის ამბები