გამოცხადდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით - ოპოზიციის შეფასებით, ჯერჯერობით მსგავსი გადაწყვეტილების მიღება ადრეა.
როგორც მმართველი გუნდის წევრი, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე აღნიშნავს, პრევენციული ღონისძიებები აქტიურ რეჟიმში ტარდება და საგანგებო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ქვეყანა საჭიროების მიხედვით მიიღებს.
"შექმნილია უწყებათაშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს. თუ გადავხედავთ მთელს მსოფლიოს, სადაც მიღებულია საგანგებო მდგომარეობის გადაწყვეტილება, იგივე ნაბიჯები გადაიდგა, რაც ჩვენთან. თუ იქნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება აუცილებელი, ასეც მოვიქცევით,"- განაცხადა კახა კალაძემ.