18 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
"ვირუსის გამო დიდი წუხილია ერში და მსოფლიოშიც. ეს შემთხვევითი არ არის" - მეუფე შიო

კორონავირუსის გავრცელების საფრთხე იყო დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა სასულიერო პირების ქადაგებებში. ამბიონიდან მეუფეები მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

"მსოფლიოშიც და ჩვენს ქვეყანაშიც ვირუსის გამო უმძიმესი პერიოდია, მაგრამ შემთხვევითი არაფერი არ არის და დაფიქრება გვმართებს," - განაცხადა ქადაგების დროს პატრიარქის მოსაყდრე შიო მუჯირმა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, გარკვეული ცვლილებებია ზიარების წესში. დღეს პირველად, მრევლმა ზიარების შემდგომ სასმელი ერთჯერადი ჭიქებით მიიღო.

სამშაბათს საეკლესიო პირები შეიკრიბებიან სამებაში, რის შემდეგაც ერთობლივად დაიძვრებიან და თბილისის ქუჩებს აკურთხებენ.

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო მუჯირი აცხადებს, რომ შესაძლოა ეს მძიმე განსაცდელი უფლის მიერ მოვლენილი გაკვეთილი იყოს.

"უმძიმესი პერიოდი გვაქვს ჩვენ. ვირუსის გამო დიდი წუხილია ერში და მსოფლიოშიც. ეს შემთხვევითი არ არის, ეს უფლის ნებით ან უფლის დაშვებით ხდება. მწარე გაკვეთილების დროს ადამიანი უნდა დაფიქრდეს,"- აღნიშნა მეუფე შიომ.

უმაღლესი სასულიერო პირები აცხადებენ, რომ მზად არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები დაიცვან.

მეორე დღეა ეკლესიებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები