კორონავირუსის გავრცელების გამო, შესაძლოა, სინოდის სხდომა დაინიშნოს. ეს საკითხი დღეს მუეფეების ნაწილმა დააყენა, რომლებიც არ იზიარებენ ცვლილებებს ზიარების წესთან დაკავშირებით.
ფოთის მიტროპოლიტის თქმით, ზიარების შემდგომ სასმელის მისაღებად ერთჯერადი ჭიქების გამოყენება მრევლში დაბნეულობას იწვევს და სასულიერო პირებმა საერთო პოზიცია უნდა შეაჯერონ, რა ღონისძიებებს გაატარებს ეკლესია.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლ ბერბიჭაშვილმა ხვალ საკუთარ ეპარქიაში საგანგებო შეხვედრა დანიშნა, რომელსაც სასულიერო პირები დაესწრებიან.
"მთელი პასუხისმგებლობა კათალიკოს-პატრიარქზეა. ყველა საგანგებო შემთხვევაში ეკლესია იწვევს მღვდელმთავრებს, ამას სჭირდება არა ერთჯერადი ჭიქების დაპირისპირება, არამედ შეკრება და საუბარი,"- განაცხადა მეუფე გრიგოლმა.