18 ნოემბერი 2024,   16:19
ვრცლად
მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა სასამართლოსადმი მიმართვიანობა გაზარდეს - საქალაქო სასამართლო

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა სასამართლოსადმი მიმართვიანობა გაზარდეს - ინფორმაციაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, სასამართლოში ბევრად მეტი სარჩელი წარადგინეს, ვიდრე ჩვეულებისამებრ. 

სასამართლო იმედს გამოთქვამს, რომ "საფინანსო ორგანიზაციები გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და უფასო დისტანციური სერვისებით ბოროტად არ ისარგებლებენ." 

"თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ არაერთგზის თხოვნისა და მოწოდებისა, რომ მოქალაქეებმა და მათმა წარმომადგენლებმა შეამცირონ და შეზღუდონ სასამართლოში ვიზიტები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა გაზარდეს სასამართლოსადმი მომართვიანობა. მას შემდგომ, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, სასამართლოში საქმის რეგისტრაციის ელექტრონული სერვისით სარგებლობა გახდა უფასო, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა, სასამართლოში ბევრად მეტი სარჩელი წარმოადგინეს, ვიდრე ჩვეულებისამებრ. 

თბილისის საქალაქო სასამართლო დისტანციური გრაფიკით შრომის რეჟიმზე გადავიდა,
თუმცა ამ ფონზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა არასამუშაო დღეებშიც ფიზიკურ პირთა წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელებით მომართვიანობა გაზარდეს შემდეგი დავის საგნით - ფულადი ვალდებულებების შეუსრულებლობა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

სასამართლო განმარტავს, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციების საფუძველზე, იდება/გადავადდება სამოქალაქო/ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვები.
იმედს ვიტოვებთ, რომ საფინანსო ორგანიზაციები გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და უფასო დისტანციური სერვისებით ბოროტად არ ისარგებლებენ.

აქვე გაცნობებთ, რომ სასამართლოში ყოველდღიურად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები და კვლავ მოვუწოდებთ მოქალაქეებს მაქსიმალურად შეზღუდონ სასამართლოში ვიზიტი," - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში. 

დღის ამბები