კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს არ გაზრდილა, თუმცა შეცვლილია კარანტინში მყოფი ადამიანების რიცხვი და ის 1008-მდე გაიზარდა.
ინფორმაციას სპეციალურად შექმნილ ვებვერდზე გამოქვეყნდა.
ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, 16 მარტის მონაცემებით, COVID 19-ით ინფიცირებული 33 პირია, 1008 კი კარანტინის რეჟიმში იმყოფება. ხოლო, 64 პირი სტაციონარშია მეთვალყურეობის ქვეშ.
ამ დრომდე, კარანტინში იმყოფებოდა 691 ადამიანი. ერთი გამოჯანმრთელებული პირი კი, უკვე საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.