18 ნოემბერი 2024,   15:34
ვრცლად
​საჯარისო დანაყოფების გამოყენების აუცილებლობა ამ ეტაპზე არ არსებობს - პრემიერი

პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში აღნიშნა, რომ СOVID19-ის ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, ქვეყანა თავდაცვის ძალების გარკვეულ რესურსებს უკვე იყენებს და  ქართული ჯარის გამოყენების საჭიროება, ამ ეტაპზე, არ არსებობს. 

"დღეს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით ძალზედ ეფექტურად ვიყენებთ გორის ჰოსპიტალს. მეტსაც გეტყვით, რომ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალების რიგში, გორის ჰოსპიტალი შეფასებული იყო, როგორც საუკეთესო მსგავსი გამოწვევების წინააღმდეგ საბრძოლველად. ასევე, ჩვენმა სამოქალაქო სამსახურებმა საბაჟომ, საზღვარმა, თავდაცვის სამინისტროს სთხოვეს ეს აღჭურვილობა, რომელიც მათ აქვთ კარვების სახით და ჩვენ ამასაც ვიყენებთ, თბილისის აეროპორტში, ქუთაისის აეროპორტში და ბევრ საზღვარზე. ეს თანამშრომლობა უკვე მიმდინარეობს, თუმცა აუცილებლობა იმის, რომ საჯარისო დანაყოფები იყვნენ გამოყენებული ამ გამოწვევის წინააღმდეგ, ამ ეტაპზე, არ არსებობს. თუ ასეთი აუცილებლობა იქნება, ქართული ჯარი საქართველოს სახელმწიფოს სამსახურში იქნება ისე, როგორც ეს დაუმტკიცებიათ ბევრად უფრო რთულ და დრამატულ სიტუაციაში,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღის ამბები