18 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტი - რა სიტუაციაა მსოფლიო საფონდო ბირჟებზე

კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტი მსოფლიო ბაზრებზე ყოველდღიურად სულ უფრო მწვავედ აისახება.

კორონავირუსის ეკონომიკური ეფექტი მსოფლიო ბაზრებზე ყოველდღიურად სულ უფრო მწვავედ აისახება. მსოფლიო ბირჟებზე აქციების ფასები ეცემა. იზრდება ფასები ნავთობზე. ვითარება მსოფლიოს მასშტაბით, ფაქტობრივად, უკონტროლო ხდება. ექსპერტები აცხადებენ, რომ ასეთი სურათი 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ არ ახსოვთ.

იაპონიის აქციები 1.68%-ით, ჰონკონგის 4,18%, ხოლო კორეის 4,86%-ით შემცირდა. ბოლო 11 წლის განმავლობაში აზიის ბაზარზე მსგავსი კრიზისი არ დაფიქსირებულა. 

ექსპერტები აცხადებენ, რომ ეკონომიკური კრიზისისგან ერთადერთი ხსნა საერთაშორისო ეკონომიკური მხარდაჭერაა.

"ასეთ რთულ ვითარებაში მიიღო ზომები დანაკარგის გარეშე ძალიან რთულია, მაშინ ბაზარზე ოპტიმიზაცია უნდა მოვახდინოთ. ახლა ყველა ალგორითმი, რომელსაც ვიყენებთ, მექანიკურია. ის მხოლოდ მოკლევადიან ზრდაზეა ორიენტირებული, რეალურად, გრძელ ვადაში ეს შედეგს ვერ გამოიღებს,"-განაცხადა ფინანსური ანალიტიკოსმა დარენ ჩუმ.

მას შემდეგ, რაც ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი 0.25%-მდე შეამცირა, უოლ სტრიტის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასი 6%-ით გაიზარდა. ექსპერტების აზრით, ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებამ პროცესის სტიმულირებას შეუწყო ხელი.

"ყველასთვის მარტივი შესამჩნევია ბაზარზე რეცესიის პროცესი. ბაზარზე დაბნეულობაა და არ ვიცი რა პოლიტიკას გაატარებენ ამისთვის. მგონი მივხვდებით, რომ ბაზარზე არსებობს შესანიშნავი შესაძლებლობები ვითარების დასარეგულირებლად, მხოლოდ როცა შესაძლებლობები არსებობს, გამოსავალს იპოვნიან როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი კუთხით,"- აცხადებს ექსპერტი.

დღის ამბები