დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ტესტირების კომერციალიზაცია არ მოხდება.
"საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების უმეტესობა კერძო გახლავთ. დღეს პრემიერმა მისცა დავალება ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, რომ განისაზღვროს და დადგინდეს ტესტირების ფასი, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს, რადგან ეპიდემიების დროს ტესტირებების კომერციალიზაცია არ ხდება.
ამ დროს სახელმწიფო ყველაფერს თავის თავზე იღებს, რათა ადამიანებისათვის ყველაფერი ფინანსურად იყოს ხელმისაწვდომი. პირადად მე, კორონავირუსზე ტესტირების კომერციალიზაციას მხარს არ დავუჭერ,"- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.