18 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
4 ახალი ინფიცირებული პაციენტი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და მარნეულთან კავშირი არ აქვთ - მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის მარინა ენდელაძის თქმით, დღეს გამოვლენილი 4 ახალი ინფიცირებული პაციენტი, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. რაც ნიშნავს იმას, რომ შიდა გადაცემა არ არის და ეს, ინფიცირებულთა ახალი კლასტერია. 

"დღეს გამოვლინდა კიდევ 4 ახალი ინფიცირებული, რომლებიც არიან ამერიკიდან ჩამოსულები, ანუ, არ არის შიდა გადაცემა. მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. აღნიშნული 4 პაციენტი აქამდე თვითიზოლაციაში იყო. აღსანიშნავია, რომ ოთხი ახალი პაციენტიდან მარნეულთან არანაირი კავშირი არ ჰქონია. ისინი საშუალო ასაკის არიან, ერთი მათგანი კი, 15 წლის ბავშვია. რაც შეეხება მარნეულიდან გადმოყვანილი ქალბატონის დას, როგორც ვიცი, მას არ დაუდასტურდა ვირუსი."-  აცხადებს მარინა ენდელაძე. 

დღის ამბები