ბათუმის აეროპორტში სპეცრეისით საქართველოს მოქალაქეების მორიგი ნაკადი ჩამოიყვანეს.
ბერლინი-ბათუმის რეისით ევროპაში ჩარჩენილი 182 ქართველი ჩამოიყვანეს. თვითმფრინავი ცოტა ხნის წინ ბათუმის აეროპორტში დაეშვა.
აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური ეკიპირებით მედიკოსები და შსს წარმომადგენლები დახვდნენ. ყველა მგზავრი საკარანტინო ზონაში განთავსდება.