ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას მოუწოდებს თავი შეიკავონ ტბაზე სტუმრობისგან.
"ლისის ტბის ადმინისტრაცია გთხოვთ გამოიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და თავი შეიკავოთ ლისის ტბაზე სტუმრობისგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.
შესაძლოა თქვენ ოჯახის მხოლოდ 2-3 წევრთან ერთად სტუმრობთ ტბას, მაგრამ, საბოლოო ჯამში რეკრეაციულ ზონაში ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყრის თავს, ამით კი საფრთხე ექმნება თქვენს და გარშემომყოფების ჯანმრთელობას," - ნათქვამია განცხადებაში.