საბერძნეთიდან საქართველოს 121 მოქალაქე სპეციალური რეისით დღეს ჩამოფრინდა.
მგზავრები სპეციალური ავტობუსებით საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს, სადაც 14 დღეს დაჰყოფენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაციით, მსგავსი რეისები ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან მომდევნო დღეების განმავლობაშიც შესრულდება.