საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები საპატრიარქოში იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება იყო.
შეხვედრის დატოვების შემდეგ არც ერთ სასულიერო პირს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. უკავშირდება თუ არა სასულიერო პირების შეკრება გასულ კვირას გამართულ სინოდის სხდომას და მიღებულ გადაწყვეტილებას, უცნობია. საქართველოს საპატრიარქოს ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.