"კურიერი" იწყებს ყველა იმ კომპანიის თუ ფიზიკური პირის დასახელებას, ვინც COVID-19-ის საბრძოლველად შექმნილ ფონდში თანხებს რიცხავს.
ქვეყანამ უნდა იცოდეს, თუ როგორ ერთიანდება ყველა პანდემიის წინააღმდეგ და რომელია სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბიზნესი.
ამ დროისთვის StopCoV ფონდში უკვე მობილიზებულია 7 მილიონ 397 ათას 924 ლარი.
25 მარტის 16:00 საათის მდგომარეობით StopCoV ფონდში თანხები გადარიცხული აქვთ.
მაგთიკომი- 3 მლნ ლარი
"არ ემ ჯი" - 1 მლნ ლარი
მეტრო ჰოლდინგი - 500 ათასი ლარი
თელავის ღვინის მარანი - 300 ათასი ლარი
პე-ეს-პე ჯგუფი - 300 ათასი ლარი
თეგეტა მოტორსი - 200 ათასი ლარი
ფრიდონ თოდუას სამედიცინო ცენტრი- 200 ათასი ლარი
ფოთის საზღვაო ნავსადგური -- 100 ათასი ლარი
საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე -100 ათასი ლარი
ჰუალინგი - 100 ათასი ლარი
სამშენებლო კომპანია "დირსი "- 100 ათასი ლარი
თბილი სახლი - 100 ათასი ლარი
"სარაჯიშვილი" - 50 ათასი ლარი
სუპერმარკეტების ქსელი "ზღაპარი" - 30 ათასი ლარი
ქსელი "სუფთა სახლი" - 30 ათასი ლარი
რუსთავი "სთილ კორპორეიშენ კომპანი" - 30 ათასი ლარი
ასკანელი ძმები - 30 ათასი ლარი
ჩამონათვალში არიან ასევე ფიზიკური პირებიც. ამის გარდა, არიან ისეთებიც, ვინც არ ისურვა გამჟღავნება.
ამის გათვალისწინებით კი, ფონდში უკვე 10 მილიონ ლარამდეა მობილიზებული.