წარმოუდგენელია კერძო ჯგუფების და პოლიტიკოსების მხრიდან, ინდივიდუალური ინიციატივებით მოქალაქეთა სამშობლოში ჩამოყვანა. ასე პასუხობს მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას საგარეო საქმეთა მინისტრი.
დავით ზალკალიანის განცხადებით, მაღალი რისკების გამო, უმთავრესია საერთაშორისო რეისები დაიგეგმოს სახელმწიფოთაშორის კოორდინაციით და შეთანხმებით. მისი თქმით, მოქალაქეების ორგანიზებულად დაბრუნების მიზნით, ევროპის მიმართულებით დაიგეგმა ავიარეისები კომპანია "ჯორჯიან ეარვეისის" შესრულებით.
"სამშობლოში უკვე დაბრუნდა 4 ათასამდე მოქალაქე! ფრენები ისევ გრძელდებ. ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მცდელობა, რომ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, მთავრობა ამ კუთხით არ მიმართავს საკმაო ძალისხმევას, არის უპასუხისმგებლო პოლიტიკური სვლა,"- ამბობს ზალკალიანი.
დღეს მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 5000 ემიგრანტის სამშობლოში დაბრუნებას უზრუნველყოფს. ამ მოთხოვნით "ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავრობის ადმინისტრაციას ოფიციალური წერილით მიმართა.
შეეგახსენებთ ფრენების არსებულ განრიგს:
28 მარტი - ვარშავა-თბილისი -"ლოტი"
31 მარტი - ამსტერდამი-თბილისი - "ჯორჯიან ეარვეისი“
3 აპრილი - ბერლინი-თბილისი - "ჯორჯიან ეარვეისი“
3 აპრილი - ვარშავა-თბილისი - "ლოტი“
4 აპრილი -ლონდონი-თბილისი - "ჯორჯიან ეარვეისი“ (კომპანიის გეგმიური რეისი)
7 აპრილი -ათენი-თბილისი -"ჯორჯიან ეარვეისი“
10 აპრილი -ლარნაკა-თბილისი -"ჯორჯიან ეარვეისი"