ფინანსური სისტემა შექმნილ მდგომარეობას მომზადებული შეხვდა - ამის შესახებ "კურიერს" ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განუცხადა.
მან ამ მიმართულებით ეკონომიკური გუნდის მიერ გატარებული ე.წ. დედოლარიზაციის პოლიტიკისა და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპების განხორციელება დაასახელა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, არსებულ გამოწვევებთან გამკლავება სწორი პოლიტიკით იქნება შესაძლებელი.
"საერთაშორისო ორგანიზაციებთან დავიწყეთ მოლაპარაკება დახმარების პაკეტზე. ვაწარმოებდით სავალუტო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას, რომელიც აბსოლუტურად მნიშვნელოვანი იყო. გარდა ამისა, მივიღებთ დამატებით სახსრებს და ამ შემთხვევაში რეაგირება იქნება სხვანაირი. ჩვენ ბაზარს საჭირო რაოდენობის სავალუტო რესურსებს მივაწვდით," - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძე.