"დრიმლენდ ოაზისი ჩაქვი“ -ს დამფუძნებლების გადაწყვეტილებით, სასტუმრო სრული მომსახურების პაკეტით უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს საკარანტინო მიზნებისთვის, სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეების განსათავსებლად.
სასტუმრო კომპლექსის მენეჯმენტი, "დრიმლენდ ოაზისის" შესაბამისი მომსახურების სტანდარტით და სამჯერადი კვებით სრულიად უსასყიდლოდ უმასპინძლებს სამშობლოში დაბრუნებულ თითოეულ მოქალაქეს.
ამასთან, ტურზმის სექტორში არსებული რთული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად 200 მუდმივი თანამშრომლიდან ადმინისტრაციას არცერთი გაუთავისუფლებია.
კომპანია ასევე აგრძელებს დაწყებული დეველოპერული სამშენებლო პროექტების წარმოებას, რომლებიც დასრულებული იქნება საზაფხულო სეზონის დაწყებამდე და განაგრძობს ინვესტიციების განხორციელებას მიმდინარე პროექტებში, სადაც დამატებით 300 ადამიანია დასაქმებული და იღებს სრულ კუთვნილ ანაზღაურებას.