ბათუმში COVID-19-ის მერვე შემთხვევა დაფიქსირდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ის 50 წლამდე პირია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული ერთ-ერთი მედიკოსია, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტთან, სავარაუდოდ, ჰქონდა კონტაქტი.
მინისტრმა არ დააკონკრეტა, არის თუ არა ახალი ინფიცირებული რომელიმე პაციენტის ოჯახის წევრი. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა არც ის დააკონკრეტა, ინფიცირებული არის თუ არა ერთ-ერთი მედპერსონალი, რომელსაც უშუალოდ ინფიცირებულებთან ჰქონდა შეხება.
ზაალ მიქელაძის განცხადებით, ცნობილია, ყველა სავარაუდო კონტაქტი.