ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეს დილის მონაცემებით ქვეყანაში COVID 19-ის 100 დადასტურებული შემთხვევაა. მისი თქმით, დღეს სამი პაციენტი დაემატა, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა მარინა ეზუგბაიას თქმით, დამაკმაყოფილებელია.
მარინა ეზუგბაიას თქმით, სამი ახალი პაციენტიდან ორი ინფექციური საავადმყოფოს კლინიკაშია მოთავსებული, რომელთა კლასტერი დადგენილია.
"დღეს დაემატა სამი პაციენტი და საღამოს მონაცემებით გვაქვს 100 დადასტურებული შემთხვევა. ამ დამატებული სამი პაციენტიდან ორი ჩვენთან არის, ეს არის ინგლისის კლასტერიდან, ანუ ამათი წყარო ცნობილია. მესამე პაციენტის შესახებ მონაცემები არ მაქვს, ვერ მოგახსენებთ. ამ სამი ახალი პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე.
დღეს დასრულდება მათი კვლევები, იქნება სრულყოფილად რადიოლოგიური კვლევები და არის თუ არა ფილტვების ანთება მოგახსენებთ ხვალ. ჩვენ ამ ეტაპზე, ამ ორი პაციენტით გვყავს 31 დადასტურებული შემთხვევა. საერთოდ, შემიძლია ვთქვა, რომ 49 დადასტურებულმა შემთხვევამ გაირა ჩვენს ცენტრში და როგორც იცით, 17-მა დატოვა კლინიკა.
კვლავ გრძელდება მონიტორინგი პაციენტების, რომელთაც უკვე გარკვეულწილად შეუსრულდათ დაავადების ხანგრძლივობის და კლინიკურ-ლაბორატორიული და ობიექტური მონაცემების მიხედვით, შეიძლება მათთან გამოჯანმრთელება არის დამდგარი, რასაც ვადასტურებთ ჩვენ ტესტირებით და მიღებული უარყოფითი პასუხით. რამდენიმე პაციენტის პირველადი უარყოფითი პასუხი გვაქვს და ვნახოთ, ხვალ ალბათ გვეცოდინება განმეორებითი პასუხების შესახებ და თუ დადგება გამოჯანმრთელება, ამის შესახებ მოგახსენებთ," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
გარდა ამისა, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში მოთავსებული 4 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.