15 მაისი 2024,   23:36
ვრცლად
ოფიცერს, რომელმაც​ კაპიტოლიუმში  ქალი მოკლა, შესაძლოა პასუხისმგებლობა არ დაეკისროს

პოლიციის ოფიცერს, რომელმაც კაპიტოლიუმთან არეულობის დროს ქალი მოკლა, შესაძლოა, პასუხისმგებლობა არ დააკისრონ. 

საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაცია საგამოძიებო ჯგუფმა გასცა.

კაპიტოლიუმში შეჭრის მცდელობისას, სამართალდამცველმა ქალს ერთხელ ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა.

დააკისრებენ თუ არა პასუხისმგებლობას პოლიციელს 35 წლის ქალის მკვლელობისთვის, საბოლოოდ, პროკურატურა გადაწყვეტს.

ვაშინგტონში 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ. არეულობას 4 პირი ემსხვერპლა.

დღის ამბები