15 მაისი 2024,   23:40
ვრცლად
თოვა და ძლიერი ქარბუქი მსოფლიოში - უამინდობას აშშ-ში 23 ადამიანი ემსხვერპლა 

თოვლი და ძლიერი ქარბუქი ფიქსირდება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში - 23 ადამიანი ემსხვერპლა დიდთოვლობას შეერთებულ შტატების ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილებში. მილიონობით ადამიანია ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ტეხასში. მსხვერპლი მოჰყვა ტორნადოს ჩრდილოეთ კაროლინაშიც. უამინდობის გამო ზოგიერთ შტატში შეჩერებულია ვაქცინის მიწოდება.

დიდთოვლობაა თურქეთშიც. სტამბოლში ზოგიერთ ადგილას თოვლის საფარის სიმაღლე 50 სანტიმეტრს აღწევს. მოყინული გზების გამო გადაკეტილია მაგისტრალები. 5 ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა კონიის პროვინციაში მოყინულ გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.

წელს უჩვეულო დიდთოვლობა ფიქსირდება საბერძნეთშიც. ჰაერის ტემპერატურა მინუს 19 გრადუსამდე დაეცა ქალაქ ფლორინაში. უამინდობის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

დღის ამბები