პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ოპოზიციის საერთო განცხადება წაიკითხა, სადაც მათი მოთხოვნებია გაწერილი.
"დღეს, საქართველოს გასაბჭოებიდან 100 წლის შემდეგ, ივანიშვილის რეჟიმი მომაკვდინებელ საფრთხეს წარმოადგენს საქართველოს თავისუფლებისათვის, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების, ნიკა მელიას უკანონო დაპატიმრებისა და ოპოზიციური პარტიის შტურმის შემდეგ, საფრთხე უფრო რეალური გახდა. ივანიშვილის მოღალატეობრივი პოლიტიკა აწყობს მხოლოდ რუსეთს. ამ კრიზისის განსამუხტად, აუცილებელია პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ეს არის ოპოზიციური პარტიების მთავარი მოთხოვნა,"- განაცხადა პარტია "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
დედაქალაქის ცენტრში მსვლელობის შემდეგ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო.
ოპოზიცია 2 მარტს პარლამენტის პიკეტირებას გეგმავს.