ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს სანქციებს უწესებს. შეზღუდვები 38 პირს, მათ შორის ორგანიზაციებსა და კომპანიებს შეეხება. ეკონომიკური და სავაჭრო სანქციების მიზეზებად აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა, კიბერთავდასხმები და სხვა მავნე ქმედებები სახელდება.
ბაიდენის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს დამატებითი სანქციების დაწესებასაც.
ოფიციალური მოსკოვი ვაშინგტონის ბრალდებებს უარყოფს. რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ სანქციებს შესაბამისად უპასუხებენ.