26 მაისი 2024,   18:13
ვრცლად
სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაშარ ალ-ასადმა 95%-ით გაიმარჯვა

სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაშარ ალ-ასადმა გაიმარჯვა. ის მეოთხე ვადით ამომრჩეველთა 95%-მა აირჩია.

სირიის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნებში ხმა 14-მა მილიონმა ადამიანმა მისცა და ამომრჩეველთა აქტივობამ 78% შეადგინა. ასადის გარდა არჩევნებში კიდევ ორი კანდიდატი მონაწილეობდა.

სირიაში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არადემოკრატიულად და არალეგიტიმურად აფასებენ შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები.

დღის ამბები