26 მაისი 2024,   18:14
ვრცლად
ლესბოსელი ანიმაციური გმირი - ამერიკულ სერიალ Rugrats-ში მთავარი გმირი იდენტობას იცვლის

ამერიკული ანიმაცია "რუგრატსი"  მთლიან კონტინენტზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ანიმაციის ერთ-ერთმა გამხმოვანებელმა მელანიე ჩარტოფმა განაცხადა, რომ შემდეგი სეზონიდან სერიალის რომელიმე მთავარი გმირი შესაძლოა ლესბოსელი გამხდარიყო, მაგრამ მას არ დაუკონკრეტებია, თუ კონკრეტულად რომელი გმირი ააფრიალებდა ცისარტყელის დროშას.

ახლა კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ გეის როლს ბეტი დევილი, ბავშვების დედა მოირგებს. ფანთა უმეტესობას ეს ამბავი ძალიან ახარებს.

"მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ბეტი ლესბოსელი იყო, მაგრამ მალავდა, ახლა კი ის ღიად გეია!", "კარგით რა, რუგარტსების ყურება 4-5 წლის ასაკში დავიწყე და სულაც არ იყო რთული მისახვედრი ბეტის ორიენტაცია" - ასე შეხვდა ფანთა ნაწილი სცენარისტების გადაწყვეტილებას.

თუმცა გამოჩნდნენ საპირისპირო აზრის მქონეებიც. ფანების გარკვეული ნაწილი გადაწყვეტილებას ნეგატიურადაც აფასებს:

"ბეტის გეი გარდასახვა უბრალოდ მცდელობაა, რომ სერიალი მეტად პოპულარული გახადონ და გამოაღვიძონ, უკვე ძალიან დავიღალე"; "სერიალისთვის დამანგრეველია ფემინურ კაცზე გათხოვილი ქალის ლესბოსელად გარდაქმნა, ჩემი აზრით, უბრალოდ ახალი ჰომოსექსუალი გმირის შექმნა უკეთესი იქნებოდა" - ასეთია გადაწყვეტილების მოწინააღმდეგე გულშემატკივრების შეფასებები.

"მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა განთავისუფლდე, იყო ის, ვინც ხარ და იცხოვრო ჯანსაღად და ბედნიერად, ასეთი მაგალითები სჭირდება ახალგაზრდა თაობას" - განაცხადა LGBTQ-ს წარმომადგენელმა.

"ბეტი ფიქციური გმირია, მაგრამ დიდ გავლენას მოახდენს ბავშვებზე, მე რომ რუგრატსი ბავშვობაში მენახა და გამეგო, თუ როგორ საუბრობდა ბეტი თავის ყოფილ შეყვარებულზე, ჩემი რაღაც ნაწილი ამ მოვლენებს ჩვეულებრივად შეხვდებოდა სამომავლოდ" - ამ კომენტარით შემოიფარგლა ანიმაციის ერთ-ერთი გამხმოვანებელი მსახიობი.

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები