15 მაისი 2024,   23:38
ვრცლად
ყაზახეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-ამდე გაიზარდა

12-ამდე გაიზარდა ყაზახეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი, დაშავებულია 90-ზე მეტი ადამიანი. ინციდენტი სამხედრო ბაზაზე მოხდა.

დაღუპულები სამხედროები და მეხანძრეები არიან, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობის მცდელობისას დაიღუპნენ. მიმდებარე ტერიტორიიდან ასობით ადამიანია ევაკუირებული.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ცეცხლის გაჩენა.

დღის ამბები