15 მაისი 2024,   23:42
ვრცლად
ჯო ბაიდენი​ ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე არსებული მიგრანტთა კრიზისის გამო შეშფოთებულია

ჯო ბაიდენი​ ბელარუსი-პოლონეთის საზღვარზე არსებულ მიგრანტთა კრიზისის გამო შეშფოთებულია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით კომუნიკაცია უკვე ჰქონდა ვაშინგტონს რუსეთთან და ბელარუსთან.

მანამდე კომენტარი გააკეთა შტატების ვიცე-პრეზიდენტმა, კამილა ჰარისმაც. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი საფრანგეთში, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრაზე განიხილეს. ახლო აღმოსავლეთიდან ათასობით მიგრანტი, ბელარუსი-ლიუტუვისა და ბელარუსი-პოლონეთის საზღვართანაა თავმოყრილი და ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლას ცდილობს.

ევროკავშირი ბელარუსს არალეგალი მიგრანტების წახალისებაში ადანაშაულებს, რითაც ბლოკის მტკიცებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმი ცდილობს ევროკავშირს სამაგიერო გადაუხადოს იმ სანქციებისთვის, რომელიც მინსკს ადამიანის უფლებების დარღვევისთვის დააკისრეს. 

დღის ამბები