26 მაისი 2024,   18:13
ვრცლად
"დედა, მამა, მე უკვე 20 წელია ტყვეობაში ვარ" - გავრცელდა ვიდეო, სადაც რუსი მამაკაცი ირწმუნება, რომ ის წლებია, ყაზახეთში მონად ჰყავთ

ყაზახეთის პოლიცია თავისუფლების უკანონო აღკვეთის საქმეს იძიებს. ყარაღანდის რეგიონში მყოფი რუსი მამაკაცი ირწმუნება, რომ ის უკვე 20 წელია მონობაშია და იძულებით ამუშავებენ.  ვიდეო, სადაც მამაკაცი ამის შესახებ ჰყვება, სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ის თავის თავს ალექსეი კოტოვს უწოდებს და ამბობს, რომ წარმოშობით იაროსლავის რეგიონიდანაა. მამაკაცი ახლობლებს სთხოვს, რომ მონობიდან დაიხსნან. მამაკაცმა ვიდეოში, ასევე, მიუთითა ადგილი, სადაც იმყოფება და ამ ადგილის მფლობელის სახელი.

"დედა, მამა, მე უკვე 20 წელია ტყვეობაში ვარ, დამეხმარეთ, თუ შეგიძლია - დამეხმარეთ ყაზახეთიდან თავის დაღწევაში," - ამბობს კოტოვი.

მოგვიანებით, სამართალდამცავებმა მართლაც იპოვეს მითითებულ  რაიონში რუსეთის 44 წლის მოქალაქე. ამ დროისთვის, ეჭვმიტანილი დაკავებულია და საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

დღის ამბები