ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 117-ე სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, "პანდემიის შემდეგ, საქართველომ შეძლო 100% - ით აღედგინა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, ამ მაჩვენებლებს პირდაპირი ზეგავლენა აქვს ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებაზე".
ღონისძიება მაროკოს სამეფოში იმართება და მასზე მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროს საერთაშორისო დღის წესრიგით გათვალისწინებული საკვანძო საკითხები და ყველაზე აქტუალური თემები განიხილება.