14 ნოემბერი 2024,   21:12
ვრცლად
დღეს გამოქვეყნდა დიაგნოზების ისეთი რაოდენობა, რომელიც არ იძლევა საშუალებას, გაიგო რა სჭირს ადამიანს - ვახტანგ მეგრელიშვილი

მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად უცხოური პიარ-კომპანიის დაქირავებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთეს "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიაში ამბობენ, რომ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავენ. 

"თქვენ იცით, რომ ჯანმრთელობის საკითხი ეს არის ის ჰუმანიტარული საკითხი, რომელიც პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს არაერთხელ უთქვამს, რომ არის დაცლილი ყოველგვარი პოლიტიკური შტრიხებისგან. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილის საკითხი არ არის დაცლილი პოლიტიკისგან. ოჯახს აქვს ის დამოკიდებულება, რომ ნამდვილად, მისი სიცოცხლე ისევე როგორც ჩვენთვის, არის ძალიან ღირებული, ამიტომ მე ვიქრობ, ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. ზოგადად, ეს არ არის წმინდა ლობისტური," - აცხადებს პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე. 

განცხადება გააკეთა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა. 

"რა უნდა გააკეთოს ამ დაქირავებულმა ორგანიზაციამ ამ სიტუაციაში, როდესაც მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელსაც დაავალებდი რამე საქმის გაკეთებას, ფაქტიურად აქვს გაფუჭებული რეპუტაცია. ამდენი ხნის განმავლობაში რაღაც გამოვიდოდა, რომ სულ იყო ტყუილი და ბოლოს, ერთი წლის მერე, რაღაც ორგანიზაციამ მთელი ამ ერთი წლის განმავლობაში დაშავებული უნდა გაათეთროს? რაღაცნაირად სიტუაცია გვაქვს მიღებული, როდესაც უბრალოდ რამის დაჯერება არის რთული. ანუ, რთულია რომ რაიმე კონკრეტულს ენდო. დღეს გამოქვეყნდა დიაგნოზების ისეთი რაოდენობა, რომელიც ადამიანს არ აძლევს საშუალებას, რომ გაიგოს რა სჭირს ადამიანს," - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი. 

დღის ამბები