14 ნოემბერი 2024,   21:36
ვრცლად
როდესაც პოლიტიკურ პარტიას გარდა აგრესიისა და რადიკალიზმისა შესათავაზებელიც კი აღარ რჩება, ეს არის უკვე თვითგანაჩენი - ირაკლი ქადაგიშვილი ენმ-ზე

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკა მელიას განცხადებას ეხმიანება, სადაც "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ერთ-ერთ მედიასაშუალების ეთერში საუბრობს, რომ აქციებმა შედეგი ვერ გამოიღო. 

ამასთან, ირაკლი ქადაგიშვილი განცხადებით, სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვერ დაიმკვიდრა ადგილი ნორმალურმა ოპოზიციამ.

"როდესაც პოლიტიკურ პარტიას გარდა აგრესიისა და რადიკალიზმისა შესათავაზებელიც კი აღარ რჩება, ეს არის უკვე თვითგანაჩენი. სამწუხაროა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვერ დაიმკვიდრა ადგილი ნორმალურმა ოპოზიციამ.

ერთი, რაც შეიძლება დადებითი იყოს, ალბათ ეს უკიდურესი რადიკალიზმი და ეს უკიდურესი ნეგატივი, რომელიც ამ პარტიისგან მოდის, საბოლოო ჯამში გაბანკროტდება, დაკარგავს მხარდაჭერას საზოგადოებაში და ეს მისცემს საშუალებას, რომ გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.    

დღის ამბები